მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თანამშრომელთა ინფიცირების გამო კლინიკა “გული” დაიხურა

კლინიკა გულის 70-მდე თანამშრომელს, მათ შორის დირექტორ ანზორ მელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკა “გული” 10 დეკემბრამდე დაიხურა.

ანზორ მელიას განცხადებით, დაიხურა რეანიმაცია, ინტენსიური, ემერჯენსი, დიაგნოსტიკა და მხოლოდ კარდიოქირურგია ფუნქციონირებს.

“200-კაციანი კოლექტივიდან 60-მდე თანამშრომელია ინფიცირებული. ექიმების უმრავლესობა დაავადებულია.. ინფიცირების ორი ტალღა იყო, პირველი ტალღის დროს მხოლოდ ემერჯენსი და ინტენსიური დავტოვეთ, ხოლო 60 საწოლიანი განყოფილება დავხურეთ. ექიმები, რომლებიც პირველ ტალღაში მოხვდნენ, ისინი თითქმის გამოჯანმრთელდნენ, თუმცა მეორე ტალღა ინტენსიურში დაიწყო. [ჩვენი პაციენტები] არ გადაგვიყვანია არსად. მათი უმრავლესობა მუდმივად ჩვენთან მკურნალობენ და თითოეულ მათგანს საკუთარი მკურნალი ექიმი ჰყავს და ვუთხარით რომ 24 საათი კავშირზე ვართ,”-აცხადებს მელია.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 3801 ახალი შემთხვევა. სულ 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 118 690 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 98 781 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 124 გარდაიცვალა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button