მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის„-საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდებისთვის, მაგრამ ამავდროულად საფრანგეთის მხარდაჭერა კიევისთვის ურყევი იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთი გააგრძელებს კიევის გრძელვადიან მხარდაჭერას ეკონომიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება რუსეთის წინაშე ევროპული ერთიანობის უზრუნველყოფა.

„საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან საუბარს. ვის სურს, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც რუსეთთან საუბარს აგრძელებს? ევროპის ერთიანობა საკვანძოა, რადგან განხეთქილება რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა ორგანიზებული უნდა იყოს ენერგეტიკული და სასურსათო თვალსაზრისით.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის და ამისთვის უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, სურსათსა და მრავალ სხვა საკითხს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ ხანგრძლივი ომის წინაშე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დავამყაროთ მშვიდობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან საუბარი აუცილებელია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

„საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას. ვის უნდა, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი ძალა მსოფლიოში, რომელიც აგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას?“-დასძინა მაკრონმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button