მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ორი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

12 დეკემბერს, დილით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი მგზავრი, გარდაიცვალა.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი პირი, დაცვის პოლიციის თანამშრომელია.
ექიმების განმარტებით, დაშავებულს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. ამის გამო, მედიკოსებმა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, თელავი-ყვარლის ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.შემთხვევის შედეგად, ხუთი მგზავრი დაშავდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-ყვარლის ცენტრალურ მაგიტრალზე 11 დეკემბერსაც.ერთმანეთს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და სამრშუტო გადამზიდი შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში მყოფი, შუა ხნის მამაკაცი, ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.კიდევ ერთი მამაკაცი,კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button