ლაგოდეხში დაკარგული ახალგაზრდების ძებნა განახლდა

სამაშველო სამსახურმა ლაგოდეხის ტყეში დაკარგული სამი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები განაახლა.

როგორ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ლევან ჯალალოვს და ავთო და დათო სამხარაძეებს ქვეითი მაშველები ალპურ ზონაში ეძებენ.

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 26 წლის ლევან ჯალალოვი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მცხოვრები ავთო და დათო სამხარაძეები კაბალის ხეობაში სანადიროდ 28 დეკემბერს წავიდნენ.

მათზე ძებნის სამუშაოები 3 იანვრიდან დაიწყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 29 იანვარს, უამინდობის მიზეზით შეწყვიტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button