რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული მამა-შვილი გაათავისუფლეს

ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ბერშეუთში დაკავებული მამა-შვილი გაათავისუფლა.

როინ და გიორგი ზაუტაშვილები ჯარიმის გადახდის შემდეგ გუშინ საღამოს გამოუშვეს.

ისინი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა სამხედროებმა, თუმცა როინ ზაუტაშვილის თქმით, საქონელს სოფლის კუთვნილ ტერიტორიაზე მწყემსავდნენ და ე. წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button