ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წარმომადგენელს შევსებული კითხვარი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, მატი მაასიკასს, უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესახებ შევსებული კითხვარი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კითხვარი უკრაინას 8 აპრილს გადაეცა. ის ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა პრეზიდენტ ზელენსკის, კიევში ვიზიტის დროს გადასცა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, სჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინას უახლოეს კვირებში მიენიჭება.
,,ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ გვჯერა, რომ მხარდაჭერას მოვიპოვებთ და გაწევრიანების კანდიდატი გავხდებით. ამის შემდეგ, დასკვნითი ეტაპი დაიწყება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს უახლოეს კვირებში მოხდება და ეს იქნება დადებითი ჩვენი ხალხის ისტორიისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი გადაიხადეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 8 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, კიევში მისი ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
ამასთან გეტყვით რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზუმის მახლობლად რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზუმის მახლობლად რუსი სამხედროების ბევრი შენაერთი აღმოაჩინეს და ინტენსიური ბრძოლის შედეგად რამდენიმე ადგილი გაათავისუფლეს.
ამასთან, მისივე თქმით, რუსი სამხედროების გარკვეული რაოდენობა კვლავ რჩება ირპენის მახლობლად, რადგან ისინი შეეცდებიან აღმოსავლეთიდან შტურმს.
მოტუზიანიკი ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება დამატებით ჯავშანტექნიკა და საარტილერიო ტექნიკაც.