სპორტ-ნიუსისპორტი

წლის ყველა ტურნირის თარიღი ცნობილია .IJF-მა კალენდარი გამოაქვეყნა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წლის კალენდარი დაამტკიცა

ვკითხულობთ,რომ უმაღლესი რანგის ტურნირი,თბილისის გრანდ სლემი მიმდინარე წლის 25-27 მარტს ჩატარდება.

ასე,რომ საქართველოს დედაქალაქი მარტის ბოლოს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი გასულ წლამდე გრან პრის სახელით იყო ცნობილი.მხოლოდ 2021 წელს შეიცვალა სახელი და ეწოდა გრანდ სლემი.

შარშან,თბილისის გრანდ სლემი მაყურებელთა გარეშე გაიმართა. ფედერაციის მესვეურები იმედს იტოვებენ,რომ სავარაუდოდ,წელს შეზღუდული რაოდენობით დაესწრება გულშემატკივარი.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ წლის პირველი ტურნირი 28-30 იანვარს პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დაიგეგმა.

თებერვალში კი გრან პრის საფრანგეთი და ისრაელი უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button