შსს-მ ლაგოდეხში ერთი პირი დააკავა [Video]

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რაიონის თამარიანში დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ვიდეო მასალა შსს-მ გაავრცელა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button