მნიშვნელოვანისიახლეები

სტიქიის ზონაში 25-ე ცხედარი და ასევე ადამიანის სხეულის 1 ფრაგმენტი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოებისას 14 აგვისტოს მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ამ დროისთვის ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად გარდაცვლილი 25 ადამიანი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს დღესვე ნაპოვნია ადამიანის სხეულის ფრაგმენტი, თუმცა დაუდგენელია, იგი უკვე ნაპოვნ ადამიანს ეკუთვნის თუ ჯერ კიდევ დაკარგულად მიჩნეულს მაშველებმა დაღუპულს სტიქიის ეპიცენტრში მიაგნეს.

სპეციალისტების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 84% გადამოწმებულია. დარჩა 26 %, რასაც 2 დღე დასჭირდება.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი და მაშველები ეძებენ კიდევ 8 ადამიანს.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ ღვარცოფი რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button