დიდუბეში სახლის დემონტაჟის დროს მუშა გარდაიცვალა

დიდუბეში, ავარიული სახლის დემონტაჟის დროს ნანგრევებში მოყოლილი მუშა გარდაიცვალა. გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

სამი მუშა ავარიული კორპუსის დემონტაჟისას, კედლის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში მოჰყვა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

კედლის ჩამოშლას დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, კერძო კომპანია გაფრთხილებული იყო, რომ დაეცვა უსაფრთხოების ზომები.

როგორც შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეტარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე პორველადი დათვალიერების შემდეგ აცხადებენ, დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button