მნიშვნელოვანისაქართველო

ბავშვებიც და პედაგოგებიც არიან შოკის მდგომარეობაში – ფსიქოლოგი [Audio]

51-ე სკოლის მოსწავლეების მდგომარეობას ფსიქოლოგები შოკურს უწოდებენ.

განცხადება მოსწავლეებთან გასაუბრების შემდეგ ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელმა გააკეთა. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და ამავდროულად ფსიქოლოგი ლევან ზარდალიშვილი დღეს 51-ე სკოლაში მივიდა.

ზარდალიშვილი ამბობს, რომ ფსიქოლოგების მუშაობა შედეგს დაახლოებით სამი-ოთხი კვირის შემდეგ გამოიღებს. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე პროკურატურის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს სკოლაში პნევმატური იარაღი ჰქონდათ.

ზარდალიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. დილიდან 51-ე საჯარო სკოლის პერიმეტრზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. უშუალოდ მოსწავლეებთან კი, ფსიქოლოგები მუშაობენ.

[fap_track id=”67486″ layout=”list” enqueue=”no” auto_enqueue=”no”]

მსგავსი პოსტები

Back to top button