რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი თანამდებობიდან გადააყენეს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
იგი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსულ დაჯგუფება “ცენტრს” მეთაურობდა.
“ალექსანდრე ლაპინი, რომელიც ჩრდილოეთ სამხედრო ოლქში რუსული ჯარების “ცენტრის“ დაჯგუფებას მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს” – წერია ინფორმაციაში.
გამოცემის ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის “ჩაბარებისთვის” და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევისთვის აკრიტიკებდა.
ცნობისთვის, აქამდე კადიროვი ლაპინს “არაკომპეტენტურს” უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ამის მიუხედავად რუსეთის გენერალურ შტაბში მას “ხელს აფარებენ”.