მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელ სამხედროებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ანექსირებულ ყირიმზე იერიშის მისატანად

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ადმინისტრაცია ემხრობა მოსაზრებას, რომ უკრაინელ სამხედროებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იერიში მიიტანონ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, რითაც უფრო ხელსაყრელ პოზიციას შეიქმნიან მომავალი მოლაპარაკებების დროს. ამის შესახებ New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მკაცრი პოზიცია დაიკავეს და კონფლიქტის ესკალაციის შიშით, უარი თქვეს ნახევარკუნძულზე დარტყმის მიზნით კიევის იარაღით მომარაგებაზე.

ახლა კი, პუბლიკაციის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინელ ოფიციალურ პირებთან დისკუსიების შემდეგ “იწყებს იმ ფაქტის აღიარებას”, რომ კიევს შეიძლება დასჭირდეს “საშუალებები ყირიმზე დარტყმისთვის”, მაშინაც კი, თუ ასეთი ნაბიჯი გაზრდის ესკალაციის რისკს.

ამასთან, ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებში შესუსტდა შიში, რომელიც ტაქტიკური ბირთვული იარაღით რუსეთის მიერ საპასუხო დარტყმის საფრთხესთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ, მათი აზრით, ასეთი სცენარის რისკი კვლავ არსებობს.

როგორც სტატიაშია ხაზგასმული, საუბარი ჯერ კიდევ არ არის უკრაინისთვის ისეთი რაკეტების გადაცემაზე, რომელთა ფრენის დიაპაზონი ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამიზნეებზე დარტყმის საშუალებას იძლევა.

ამასთან, განიხილება HIMARS-ის სარაკეტო დანადგარებისა და Bradley-ის ჯავშანტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ნახევარკუნძულზე გამავალ ძირითადი მიწოდების მარშრუტებზე, მაგალითად, ყირიმის ხიდზე თავდასხმისთვის.

ეს საკითხი, New York Times-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე წამოიჭრა.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეებმა, მაიკლ მაკკოლმა და მაიკ როჯერსმა აშშ-ის და გერმანიის მთავრობებს მოუწოდეს, უკრაინას სასწრაფოდ გადასცენ რუსეთზე გასამარჯვებლად საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება.

“ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მიუხედავად თეირანსა და მოსკოვს შორის ბრწყინვალე ურთიერთობებისა, ჩვენ არ ვცნობთ უკრაინისგან ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების გამოყოფას“, – განაცხადა აბდოლაჰიანმა.

ირანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანი საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრულად იცავს არჩეულ პრინციპს. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კონფლიქტი უკრაინაში არ წარმოადგენს გადაწყვეტას, ჩვენ გვწამს ჩვენი პოზიციისა, როგორც ფუნდამენტური პოლიტიკური პრინციპისა“, – დასძინა აბდოლაჰიანმა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები;
კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ განაცხადეს, რომ ანექსიას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ. უკრაინამ თქვა, რომ ის შეიარაღებული გზით იბრძოლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button