მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში 29 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში-გარდაცვლილია 29 წლის კაცი.

შემთხვევა გუშინ ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ქორწილში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერდაპირისპირება უძღოდა. კონფლიქტი ფინანსური დავის გამო დაიწყო, რომელიც მოგვიანებით სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სოფელ ლამბალოს მკვიდრ მამაკაცს,
თანასოფლელმა ცივი იარღით ჭრილობები მიაყენა . ჯავიდ მამაედოვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 33 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობაში გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button