მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ლაგოდეხში 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თითქმის 12 საათია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისად  18 ათასამდე აბობენტი დენის გარეშეა დარჩენილი.

ამის მიზეზი წუხანდელი სტიქიაა, რამაც  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი 35 კილოვოლტიანი  გადამცემი ხაზი “აფენი” დააზიანა.

როგორც რადიო ჰერეთს სახელმწიფო ელექტროსისტემის პრესსამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და პრობლემა სავარაუდოდ დღის პირველ საათამდე მოგვარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button