სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები 44 წლის მამაკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა დღეს შეიტყო.
როგორც პანკისში მცხოვრებმა ომარ ხანგოშვილმა განაცხადა, 44 წლის მამაკაცი თურქეთში ერთი წლის წინ სამუშაოდ წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა.
გუშინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები ასლანგებ ბორჩაშვილი.
სულ სირიაში საბრძოლო მოქმედებებში პანკისის 17 მცხოვრები დაიღუპა.