მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

1 წელი მარიუპოლის თეატრის შენობის დაბომბვიდან

1 წელი მარიუპოლის თეატრის შენობის დაბომბვიდან – შენობა, რომელსაც ადგილობრივები აფარებდნენ თავს, რუსულმა ავიაციამ გასული წლის 16 მარტს დაბომბა. აგრესორმა ავიაიერიში მიიტანა იმის მიუხედავად, რომ ადგილზე გამაფრთხილებელი წარწერა “ბავშვები” იყო გაკეთებული.

უკრაინა მარიუპოლის თეატრის დაბომბვას ომის დანაშაულად აფასებს. თარიღს უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერით გამოეხმაურა:

“ერთი წლის წინ რუსეთმა შეგნებულად ჩამოაგდო ბომბი მარიუპოლის დრამატულ თეატრზე. მის გვერდით იყო წარწერა „ბავშვები“, რომლის არშემჩნევაც შეუძლებელი იყო. იქ ასობით ადამიანი აფარებდა თავს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ პასუხი აგოს იმისთვის, რაც გააკეთა.” წერს ზელენსკი.
ოფიციალური მონაცემებით, მარიუპოლის თეატრზე ავიაიერიშის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ქალაქი რუსების მრავალთვიანი ბლოკადის შემდეგ, ამჟამად ოკუპირებულია და თითქმის სრულადაა განადგურებული. რუსულმა აგრესიამ მარიუპოლს ჰუმანიტარული კატასტროფა მოუტანა.

პოლონეთი უკრაინას პირველ მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს დღეებში გადასცემს. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ჩეხ კოლეგასთან პეტრ პავლთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კიევი თავდაპირველად ოთხ MiG-29-ს მიიღებს.

“მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინას სრულ მუშა მდგომარეობაში გადავცემთ ოთხ თვითმფრინავს. დანარჩენი თვითმფრინავების მომსახურება და მომზადება მიმდინარეობს”, – თქვა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე მიიღეს.

მთლიანობაში ვარშავა უკრაინისთვის 10 MiG-29 გამანადგურებლის გადაცემას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button