მნიშვნელოვანისიახლეები

29 დეკემბერს ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებას პარლამენტის აპარატი ამზადებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიებას საარჩევნო კოლეგიის წევრები – ე.წ. ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

პარლამენტის რა ნაწილში გაიმართება ან როდის დაიწყება მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციის გაცემა.

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ჩატარდა. ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. ის საარჩევნო კოლეგიაში “ქართული ოცნების“ 224-მა ხმოსანმა აირჩია. არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.

არჩევნების პარალელურად, პარლამენტის შენობის მიღმა, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა.

28-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

გვარამიამ ისაუბრა საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე, რომელიც პარლამენტის სასახლეში ჩატარდება

„გასაგებია, რაც ხდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს კომპონენტი [სავარაუდოდ ჯარის კომპონენტი] ჩახსნილი იქნება. ამ ქვეყნის ხელისუფლებას ნებისმიერი დემოკრატიული პროცედურის ეშინია. ამ ქვეყნის ხელისუფლებას ღია სივრცე აღარ ეღირსება იმიტომ, რომ იგი ღია სივრცეში თავს ვერ გრძნობს კომფორტულად და უსაფრთხოდ. ჯარი არის ის, რისი პრივატიზაცია, საბედნიეროდ, ჯერ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოუხდენია და ვერ მოახდენს და ამის გამო მისი შიში ამასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია. რაც შეეხება ამ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაციას, ეს ინაუგურაცია გინდა ყოფილა, გინდა არა. არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პარლამენტს, გამორიცხულია. ელები რომ არ მიდიან, ესეც ყველამ ვიცით“ ,- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულ პარლამენტში, ივანიშვილის ხმოსნებმა ყაველაშვილი “პრეზიდენტად” 14 დეკემბერს დანიშნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button