მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში დაკარგული დათვები ბუნაგში იპოვეს

„ცოტა ხნის წინ დათვები დავკარგეთ. აი, ასე. მივედით და ვოლიერში არ დაგვხვდნენ. ვათვალიერეთ ხის ტოტები, ყველა ბუჩქი მოვჩხრიკეთ, ბოლო ხმაზე ვიყვირეთ, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი“, – ჰყვებიან დათვების რეაბილიტაციის პროგრამის ოფიციალურ გვერდზე.

„უცებ გაგვახსენდა, რომ რაღაც ნამეტანი ბევრს თხრიდნენ ამ ბოლო დროს. გავყევით თხრის კვალს და მივადექით უზარმაზარ ბუნაგს. აი, ასე ცხვირამოყოფილები დაგვხვდნენ”, – წერენ პროგრამის ფეისბუკის გვერდზე და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებენ.

თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამა აქვს, რაც დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. როდესაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, სამინისტროს ცნობით, მას ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button