გამგეობა 15 000 ლარად ვიდეო-აუდიო ტექნიკას ყიდულობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარის ღირებულების ვიდეო-აუდიო ტექნიკას ყიდულობს. ტექნიკის შეძენის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. შესაძენი ტექნიკის ჩამონათვალშია ვიდეო კამერა უსადენი მოკროფონით, კამერის განათება, აუდიო მიქშერი და სხვა.

როგორც რადიო „ჰერეთს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, ტექნიკას გამგეობაში ახლადშექმნილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის ყიდულობს.

ჯამბურიას თქმით, ტექნიკის შეძენა აუცილებელია ამ განყოფილების გამართულად მუშობისთვის. ეს სამსახური გამგეობის მუშაობას პიარსაც უწევს.

გამგეობის მიერ ვიდეო-აუდიო ტექნიკის შეძენის საკითხს მწვავედ აკრიტიკებს “ნაციონალური მოძრაობა”. საკრებულოს წევრი ვახტანგ დევიძე ამბობს, რომ “ეს არის უკანონობა და ამისთვის გამგებელს ხალხი პასუხს აუცილებლად მოსთხოვს”.

როგორც ცნობილია, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ლაგოდეხის გამგეობა 60 000 ლარის ღირებულების ავტომობილების შეძენასაც გეგმავს. ბიუჯეტიდან 100 000 ლარამდე თანხა გაიცა საშობაო პრემიებისთვისაც.

კახა ჯამბურია_ვახტანგ დევიძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button