მსოფლიო

ქაბულში რუსეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, დაიღუპა საელჩოს ორი თანამშრომელი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რუსეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ქაბულში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების შესასვლელთან ბოევიკმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. თავდასხმის შედეგად დიპლომატიური წარმომადგენლობის ორი წევრი დაიღუპა, ასევე იყო მსხვერპლი ავღანეთის მოქალაქეებს შორის”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო “რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 და დაშავდა 8 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button