გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი ჯონ ჰარტი [Photo/Video]

თეატრისა და კინოს ბრიტანელი მსახიობი, ჯონ ჰარტი 77 წლის ასკში გარდაიცვალა. მას მსოფლიო აღიარება ისეთმა ფილმებმა მოუტანეს, როგორიცაა „შუაღამის ექსპრესი“, „უცხო“ და „ადამიანი-სპილო“.

„ოქროს გლობუსისა“ და „BAFTA”-ს ლაურეატის, ასევე „ოსკარის“ ორგზის ნომინანტი მსახიობის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, მაგრამ სააგენტი Reuters-ი გვახსნებს, რომ ჰარტი კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით იყო დაავადებული.

2015 წელს ჰარტს პანკრეასის სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა იმავე წელს მსახიობმა განაცხადა, რომ კიბოს სძლია.

მსახიობი ხშირად ხუმრობდა, რომ ეკრანზე ათასჯერ მომკვდარა.

„ვფიქრობ, ამ სფეროში მსოფლიო რეკორდი დავამყარე. ალბათ როცა მართლა მოვკვდები, ჩემს შვილებს არ გაუკვირდებათ, უბრალოდ დაინტერესდებიან — რისგან?“, — განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჰარტმა YouTube-არხზე 40 ფილმიდან საკუთარი პერსონაჟების სიკვდილის სცენებიც კი გამოაქვეყნა.

მსახიობმა თავისი ერთ-ერთი მთავრი როლი ცნობილი რეჟისორის, დევიდ ლინჩის სურათში „ადამიანი-სპილო“ ითამაშა. ფილმი რვა კატეგორიაში „ოსკარზე“ იყო ნომინირებული, ჰარტს მამაკაცის როლის საუკეთესი შესრულებისთვის ჯილდო უნდა აეღო. მან სურათში დასახიჩრებული ადამიანის როლი მხოლოდ ხმით ითამაშა. მაგრამ ფილმის შემოქმედებით კოლექტივს ამერიკის კინოაკადემიის პრემია, სამწუხაროდ, არ ერგო.

ფილმ „უცხო“-ში ჰარტის მიერ განსახიერებული კეინი მსოფლიო კინემატოგრაფში ყველაზე მეტად დამახსოვრებად როლად აღიარეს.

2015 წელს ჯონ ჰარტს დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვსი რაინდის წოდება მიანიჭეს. მისი შემოქმედებითი კარიერა თითქმის 60 წელს ითვლის.

[print_gllr id=52220]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button