მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თბილისის ზღვის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზეს აგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა.

უწყების მტკიცებით, “ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთი მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ათეულობით მოქალაქის სახელზე, 2014-2017 წლებში დაამზადეს მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება – ჩაბარების აქტები, რაც წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრებაში დაარეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავშნიანის დასახლებაში მდებარე 3 694 840 ლარის ღირებულების 59 ჰა მიწის ნაკვეთი”.

გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button