“თბილისში ყოველ ათას ადამიანზე 200 ვირუსული შემთხვევა ფიქსირდება”

თბილისის მასშტაბით, ყოველ ათას ადამიანზე 200 ვირუსული შემთხვევა ფიქსირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები განგაშის საფუძველს არ იძლევა. მისი ინფორმაციით, გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებების ინტენსივობა, ისევე როგორც მთელს ევროპაში, საქართველოშიც დაბალია.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ძირითადად ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ცირკულირებს H1N1 პანდემიური ვირუსი. გარდა ამ ვირუსისა ცირკულირებს ასევე რინო-ვირუსები და რესპირატორული ვირუსები. მისივე თქმით, ჯერ საქართველოში პიკის პერიოდი არ დამდგარა.

იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, ხშირად დაიბანონ ხელები, ასევე ავადობის შემთხვევაში თავი შეიკავონ სამსახურში სიარულისგან და ნიღაბი ატარონ.

წყარო: IPN

მსგავსი პოსტები

Back to top button