მსოფლიოსიახლეები

IEA: “2020 წელს ენერგიის მოხმარება 6%-ით დაიკლებს”

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მსოფლიოში 2020 წელს ენერგიის მოხმარება 6%-ით დაიკლებს. ამის შესახებ BBC წერს.

სააგენტოს ცნობით, ეს იქნება მოხმარების მაჩვენებლის ყველაზე დიდი ვარდნა ბოლო 70 წლის განმავლობაში. ასევე, ეს ჰაერში ნახშირორჟანგის დონის 8%-ით შემცირებას გამოიწვევს და ეს იქნება ყველაზე დიდი კლება 2009 წლის შემდეგ, როცა ეკონომიკურმა კრიზისმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button