იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა: 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა [Photo/video]

იაპონიის სამხრეთ კუნძულზე დაფიქსირებულმა ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ იაპონური სკალით ყველაზე მაღალ – 7 ბალს მიაღწია. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კიუსიუზე კუმამოტოს პრეფექტურაში 11 მეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, 9 კი დაიღუპა, – იუწყება ტელეკომპანია NHK.
მიწისძვრის შემდეგ კიდევ 120 ავთერშოკული ბიძგი დაფიქსირდა. 14 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე, 20 ათასი წყალმომარაგებისა და 6 ათასი კი გაზის გარეშე დარჩა. 44 ათასზე მეტი ადამიანი 505 საევაკუაციო პუნქტშია განთავსებული.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33413″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]