უკრაინაში ვიშივანკის დღე ჩატარდება

დღეს უკრაინაში ვიშივანკის დღეს აღნიშნავენ.

ფლეშმობი – “ყველა ვიშივანკებში” – სრულიად უკრაინული აქცია იქნება, რომლის მიზანია ნაციონალური სამოსის, როგორც უკრაინელი ხალხის ერთობის სიმბოლოს ტარება.

b2utf34ltknw18:30 კიევის მაიდანზე აქცია ჩატარდება: „მასობრივი ფოტო ვიშივანკებში“. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი საერთო სურათს გადაიღებს და სამახსოვროდ კიევის ისტორიულ მუზეუმს გადასცემს.

ფლეშმობს უცხოეთში მცხოვრები უკრაინელებიც შეუერთდებიან. ვიშივანკა – სლავური ორნამენტით მოქარგული ტანისამოსი და ქუდებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button