მსოფლიო

ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანს დაიცავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის მხრიდან “უპრეცედენტო თავდასხმის” შემთხვევაში აშშ ტაივანს დაიცავს.

CBS-ის ინტერვიუში კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ აშშ-ის ძალები ტაივანს დაიცავენ, ჯო ბაიდენმა უპასუხა, „დიახ, დაიცავენ“.

“არსებობს ერთი ჩინეთის პოლიტიკა და ტაივანი საკუთარ დამოუკიდებლობაზე გადაწყვეტილებას თავად იღებს. ჩვენ არ ვახალისებთ მათ დამოუკიდებლობას – ეს მათი გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტის ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა.

“პრეზიდენტმა ეს ადრეც თქვა, მათ შორის ტოკიოში მიმდინარე წლის დასაწყისში. მან ასევე ცხადყო, რომ ტაივანის მიმართ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button