ბიზნესრევიუმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პანკისელი ქალები კერამიკის წარმოებას სწავლობენ

პანკისის ხეობის სოფელ დუისში წარმატებით დაიწყო ჰანოვერის ქართული სათვისტომოს Georgische Migrantinnen und Migranten e.V. და კახეთის განვითარების ფონდის (Kakheti Regional Development Foundation KRDF) ერთობლივი პროექტი სახელწოდებით “პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება”
როგორც რადიო ჰერეთს პროექტის ავტორებმა განუცხადეს, პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი პანკისელი ქალების ჩართვას კერამიკის წარმოებასა და მეწარმეობის შესახებ ტრეინინგებში.
შეისწავლიან კერამიკის წარმოებას და გაივლიან ტრენინგს მეწარმეობის შესახებ.
პანკისელი ქალები გადამზადდებიან ადგილობრივი ხელოვნების პედაგოგები კერამიკის წარმოების სწავლების მეთოდოლოგიაშიც.
პროექტის გუნდის თქმით, ადგილობრივ საგანმანათლებლო ცენტრის სახელოსნოს საკუთრებაში გადაეცემა კერამიკის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
პროექტის მხარდამჭერები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH პროგრამა „მიგრაცია და დიასპორაა“ Diaspora2030.
ჰანოვერის ქართული სათვისტომოსთვის ეს უკვე მეორე პროექტია ამ პროგრამის ფარგლებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button