მნიშვნელოვანისაქართველო

“ქართული ტროლები ახალი წლის შემდეგ ისევ გააქტიურდნენ”

ქართული ტროლები ახალი წლის შემდეგ ისევ გააქტიურდნენ. ამჯერად ისინი დადებითი განწყობის შექმნას არჩილ თალაკვაძის განცხადებებზე ცდილობენ, მათი სამიზნე კი კვლავ უცვლელია – ეს ოპოზიციაა.

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოსამართლეთა შესარჩევი პროცესების, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ყალბი ანგარიშებიდან კი ბოტები თალაკვაძის მხარდამჭერ კომენტარებს წერენ და ოპოზიციური პარტიებისადმი მიმართული შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევიან. ახალი ბოტები ფეისბუკგვერდმა „ვინ ვინ არის” გამოააშკარავა. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ ახალი ანგარშების გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მთავრობა ამ ქმედებებით მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ხელისუფლება რუსეთის მოკავშირეა და მისი მეთოდებითვე იბრძვის ალტერნატიული რეალობის შესაქმნელად.

ფეისბუკმა 400-მდე ანგარიში საქართველოში დეკემბერში გააუქმა. თუმცა, ახალი ანგირიშების შექმნა მაშინვე დაიწყო. ფეისბუქის მხრიდან ასევე, გაკეთდა განცხადება, რომ ყალბი გვერდების წაშლა მომავლშის გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button