ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად დგინდება,  ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4767 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0344 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი  2.6650 ლარი ღირს მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6149 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0501 ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button