მნიშვნელოვანი

,,სასამართლო გახმაურებულ და გაუხმაურებელ საქმეებზე, სხვადასხვა სტანდარტით მოქმედებს“ – EMC

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” მიიჩნევენ, რომ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში, სასამართლო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე მოქალაქეების გამამართლებელ გადაწყვეტილებებს იღებს, გაუხმაურებელ საქმეებზე კი, მსგავსი ფაქტობრვი გარემოებების პირობებში, განსხვავებული განაჩენი დგება.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის პროექტების კოორდინატორმა გურამ იმნაძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.

ორგანიზაცია დადებითად აფასებს 2017 წლის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, წინა წელთან შედარებით, გამამართლებელი განაჩენის ოდენობა 8-დან 16-მდე გაიზარდა. თუმცა აქვე, გურამ იმნაძე დასძენს, რომ ეს უმნიშვნელო რიცხვია იმ გამამტყუნებელი განაჩენების ფონზე, რომელმაც წინა წელს 1846 შეადგინა.

მოისმინეთ გურამ იმნაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button