მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში უკანონოდ შენახული იარაღი ამოიღეს

თელავში უკანონოდ შენახული იარაღი ამოიღეს.
პოლიციამ თელავში 59 წლის მამაკაცი არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანის შენახვისათვის დააკავა.
დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

იარაღი მას საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას აღმოუჩინეს.
ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236- ეუხლით დაიწყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს, 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისათვის საქართველოს რეგიონებში, სულ 10 პირია დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button