კიევში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

კიევში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ კიევის პოლიციის Facebook გვერდი იუწყება.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველმა ორგანოებმა აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც უცნობმა საელჩოს ტერიტორიაზე ისროლა.
პოლიცია ტერაქტში ეჭვმიტანილებს ეძებს.