საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი” ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ფინალური დაპირისპირების გადამწყვეტი მეხუთე მატჩი გაიმართა, სადაც “ქუთაისმა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ “ქუთაისმა” “დინამოზე” უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ანგარიშით 76-71 ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.
ქუთაისელებმა პირველად მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა.