მნიშვნელოვანი

ორშაბათიდან, 109-ე ბაღის სააღმზრდელო პროცესი ,,დირსის“ კომპლექსში განახლდება

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნინო ლაცაბიძის ინფორმაციით, მშობლები დათანხმდნენ თბილისის მერიის შეთავაზებას, რომ 109-ე ბაგა-ბაღში შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი, ორშაბათიდან ,,დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში განახლდეს. ნინო ლაცაბიძის თქმით, მშობლებმა წერილობითაც დაადასტურეს თანხმობა და მხოლოდ დეტალები დარჩა დასაზუსტებელი.

,,მშობლები ბოლომდე ჩართულები იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კონსულტაციებს გადიოდნენ ბაღების მართვის სააგენტოს უფროსთან და სხვა მშობლებთან. მათთან ერთად მოვინახულეთ ალტერნატიული ფართი და წერილობით დაადასტურეს, რომ თანახმა არიან აღნიშნულ ფართში გადასვლაზე“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ და აღნიშნა, რომ მშობლების უკმაყოფილება თბილისის მერიის შეთავაზებებზე ალტერნატიულ ფართებთან დაკავშირებით, მათი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარეობდა.

,,მშობლის მიდგომა არის ძალიან სუბიექტური, მას შეიძლება არ აწყობდეს ტერიტორია, შეიძლება დისკომფორტი შეექმნათ. ამიტომ მათი შეფასებები ხშირ შემთხვაში არის ძალიან სუბიექტური. ჩვენ გამოვდივართ ბავშვების უსაფრთხოებიდან“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მოისმინეთ ნინო ლაცაბიძის ხმა.

აღსანიშნავია, რომ იგივე ტოქ-შოუ „აქტიურ დროში“, 109-ე ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა, დავით მელიქიშვილმა რამდენიმე მშობლის სახელით, „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში ბაღის გადატანის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

,,რაღაც შეთანხმება შედგა, მაგრამ მაინც არ ვართ კმაყოფილები“, – აღნიშნა დავით მელიქიშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button