ხობში რამდენიმე მოჭიდავე დააკავეს, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია

სამართალდამცავებმა ხობში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ შორის არის მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში ნუგზარ წურწუმია.
როგორც რადიო თბილისს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნუგზარ წურწუმია და კიდევ 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ხოლო, დაკავებულთაგან ორს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედებათ ბრალი.
შეგახსენებთ, ხობში ოთხი ახალგაზრდა სპორტსმენი სამ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციელებმა 4 ახალგაზრდას მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, რამაც ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხჰყოფა.
ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსიც.შემთხვევა,გუშინ,25 ივლისს მოხდა.