მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შვედეთში 5000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნა ფარულად მიმდინარეობდა

იტალია გადაამზადებს უკრაინელ ახალწვლეულებს

მედიის ცნობით, შვედეთში 5000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნა ფარულად მიმდინარეობდა. უკრაინული ბრიგადა, რომელიც 3000-დან 5000-მდე ჯარისკაცს შეადგენს, შვედეთში წვრთნებს თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიებით გადიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ შვედურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრიგადა აღჭურვილია „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებით, ასევე CV90-ის ტიპის საბრძოლო მანქანებითა და Archer-ის საარტილერიო სისტემებით, რაც მას უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ძლიერ დანაყოფად აქცევს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალურ კომენტარს შვედეთის თავდაცვის ძალებში ჯერჯერობით არ აკეთებენ.

იტალია გადაამზადებს უკრაინელ ახალწვლეულებს იტალიის სკოლებსა და სამხედრო ობიექტებში, ასევე მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირ-უკრაინის სასწავლო პროგრამებში ბრიუსელში, პოლონეთსა და გერმანიაში.
ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 21 აპრილს განაცხადა, რომ 16 000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა წვრთნა ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში.

ამასთან, ბორელმა ისაუბრა უკრაინაში 600 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდების შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button