მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ISFED არჩევნების გარდა სხვა მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსაც დააკვირდება-ნინო დოლიძე

„აუცილებლად სისტემატურად მივაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას, ორგანიზაციის სიახელეებთან და მიგნებებთან დაკავშირებით“ ამის შესახებ რადიო ჰერეთს „ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განუცხადა

დოლიძე „სამართლიანი არჩევნების“ კახეთის რეგიონულ ოფისში, ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აპირებს ISFED საარჩევნო პროცესების გარდა, დემოკრატიულ დინამიკაზე დაკვირვების გაგრძელებას.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რადიო ჰერეთთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზეც გაამახვილა ყურადღება და ვითარებიდან გამოსვლის ის ხედვა გააცნო, რომელიც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად „სამართლიანმა არჩევნებმა“ მედიაციაში ჩართულ პოლიტიკოსებს შესთავაზა.

შეგახსენებთ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, ნინო დოლიძე ორგანიზაციის გამგეობამ მიმდინარე წლის თებერვალში არჩია.

მოისმინეთ ნინო დოლიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button