საქართველოსიახლეები
ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ლერმონტოვის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მსუბუქად დაშავდა. ისინი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი და სამივე კონტაქტურია. ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.