თელ-ავივში ტერორისტული აქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა [Video]

თელ-ავივის ცენტრში მდებარე გასართობ ცენტრ “სარონა-მარკეტზე” თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაიჭრა, – იუწყება სააგენტო Haaretz.

8 ივნისის საღამოს ორმა ტერორისტმა გასართობ ცენტრში სროლა ატეხა. პოლიციამ ორივე ბოროტმოქმედი დააპატიმრა. ერთ-ერთი მათგანი მძიმედ არის დაჭრილი. თვითმხილველთა ინფორმაციით, ორივე ტერორისტს ორთოდოქს იუდეველთა ტანსაცმელი ეცვა.

მოგვიანებით პალესტინურმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტერორისტები – ძმები მუჰამედ და ჰალიდ მაჰამრეები არიან.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაცნობებს, რომ ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა “ჰამასის” ლიდერმა ტერორისტებს ოპერაციის წარმატებულად დასრულება მიულოცა. ისლამურმა მოძრაობამ ცენტრზე თავდასხმას “საგმირო ოპერაცია” უწოდა, თუმცა ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ტერაქტი “ჰამასმა” ჩაიდინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button