მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბალტიის ქვეყნების უარი ღარიბაშვილის ვიზიტზე

საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე უარი უთხრეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ვილნიუსის ერთ-ერთ მედიაშიც გამოქვეყნდა.

გამოცემა წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ვიზიტზე უარის თქმა სამი ქვეყნის პარლამენტებისა და მთავრობების კოორდინირებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საქართველოს არ გამოუჩენია სურვილი, დაესაჯა ისინი, ვინც 5 ივლისს თავს დაესხა ლგბტქ აქტივისტებს და ჟურნალისტებს.

“საქართველოს ხელისუფლებას ორგანიზებული თავდასხმების გამოძიებაში პასიურობის გამო აკრიტიკებენ. როგორც ჩანს, ბალტიის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციეს. წყაროების თანახმად, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში, გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მიღებაზე დიპლომატიური უარის თქმის შესახებ კოორდინირებული იყო როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის დონეზე”. – წერს გამოცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button