მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

წყალდიდობას ჩინეთში 12 ადამიანი ემსხვერპლა

მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ჰენანის პროვინციაში 12 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო დღეებში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე ხუანხე.

სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა ჰენანის პროვინციის დედაქალაქი ჩჟენჟოუ, სადაც 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გზები და მეტრო. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ჩინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, წვიმა კიდევ სამ დღეს გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button