მნიშვნელოვანისიახლეები

საჯარო და კერძო უწყებებში სამსახურებრივი მივლინებისთვის გადასახდელი თანხების მოცულობა იზრდება

საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო უწყებებში სამსახურებრივი მივლინებისთვის გადასახდელი თანხების მოცულობა იზრდება. ცვლილებები 28 სექტემბრიდან, ამოქმედდა.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება #470 „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ასევე, გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #336 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანხმად, გაზრდილია ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 30 ლარამდე, თუმცა ამ დრომდე სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ანაზღაურებად მხოლოდ 15 ლარს იღებდნენ, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები, განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

ორივე დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
28 სექტემბერს მიღებული დადგენილებით, ასევე გაიზარდა ქვეყნის გარეთ მივლინების სადღეღამისო ანაზღაურებაც.

მაგალითად (მოკლევადიანი მივლინების დროს):

აშშ-ში – 60 აშშ დოლარის ნაცვლად, გახდა 75 აშშ დოლარი;
გერმანიაში – 57 ევროს ნაცვლად, გახდა 65 ევრო;
დიდ ბრიტანეთში – 27 ინგლისური გირვანქა სტერლინგის ნაცვლად, გახდა 60 ინგლისური გირვანქა სტერლინგი.
დეტალურად სამსახურებრივი მივლინების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაშია მოცემული.
ორივე დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button