მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შარლ მიშელი კვირას ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხდება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, კვირის ბოლოს, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდება. ამის შესახებ Financial Times-ი და Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან.

FT-ის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა კვირას, 14 მაისს არის დაგეგმილი, Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამიტი 13-14 მაისს გაიმართება და მისი დღის წესრიგის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა ბრიუსელში თუ ნამდვილად შედგა, ეს იქნება პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც მათ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის საზღვრებს შორის კომუნიკაცია მოხდა.

ბოლო შეხვედრა ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებს შორის გასულ კვირას გაიმართა, როდესაც ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, რის შემდეგაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ ურთიერთობაში „მნიშვნელოვანი პროგრესია“ მიღწეული.

ამ ღონისძიების სამზადისში ჩართულმა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ბრიტანულ გაზეთს განუცხადა, რომ ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხდღიანი შედეგიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირი და შეერთებული შტატები, დამატებითი ორმხრივი პროცესების საშუალებით, აძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას.

Financial Times-ის ინფორმაციით, 1 ივნისს სამი ლიდერი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში მოლდოვაში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართავს კიდევ ერთ შეხვედრას.

მანამდე აშშ-ში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის 4-დღიანი მოლაპარაკება. იგი პირველ მაისს დაიწყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ერთი-ერთზე შეხვედრებით მირზოიანთან და ბაირამოვთან. იყო სამმხრივი ფორმატებიც – როგორც ენტონი ბლინკენის, ისე ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მონაწილეობით.ვაშინგტონში მოლაპარაკებების დასრულების დღესვე, 4 მაისს, პრაღაში მყოფმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მომდევნო კვირას მოსკოვს ეწვევა. მას დეტალები არ დაუზუსტებია.

მოსკოვი უარყოფითაც უყურებს სომხეთის დასავლელი პარტნიორების ჩართვას მედიაციის პროცესში და აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმება 2020 წლის სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შედგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button