ნინო ანანიაშვილი 12 საუკეთესო ბალერინას შორის დაასახელა

ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ 12 საუკეთესო ბალერინა დაასახელა.

სიაში ნინო ანანიაშვილიც მოხვდა. მსოფლიო საბალეტო სამყაროს აღიარებულ სახელებს შორის ქართველი პრიმაბალერინა მე-6 ადგილს იკავებს. 12 საუკეთესო ბალერინის სია ანა პავლოვათი იწყება.

„მიმზიდველი გრაცია, მაცდური მისტიკა, პიროვნული მაგია. მას შეუძლია საკუთარ ოცნებებსა და ვნებებში ჩართოს მაყურებელი – ეს თვისებები გამოარჩევს ნინო ანანიაშვილს რიგითი მოცეკვავეებისაგან“, – წერს „ტელეგრაფი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button