
ჩხოროწყუში, საკრებულოს სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” დეპუტატები არ ესწრებიან.
ენმ-ლიდერის რამაზ გულუას თქმით,ისინი დღეს ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და გარედან დააკვირდებიან მოვლენებს,თუ როგორ აირჩევენ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს.
შეგახსენებთ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასული კვირის სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო პარტია “საქართველოსთვის” წევრმა შოთა წურწუმიამ – 12, ერთი ბიულეტინი კი ბათილი აღმოჩნდა.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას 14 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
პირველი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ჯიმბერ იზორიას კანდიდატურას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა, თუმცა, ვინ უცნობია.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ოცნებამ” შეძლო და ოპოზიციონერი დეპუტატი მოისყიდა.