მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისის მერია: “ანძა განათდება თურქმენეთის დროშის ფერებში”

თბილისის ანძა 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ცისარტყელის ფერებში არ განათდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ 17-18 მაისს ანძის განათებასთან დაკავშირებით მათთან რამდენიმე წერილი შევიდა, მათ შორის, ერთი მეგობარი ქვეყნის, – თურქმენეთის. უწყება განმარტავს, რომ დღეს ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება, სხვა დღეებში კი, თეთრად.

“საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: სხვადასხვა ორგანიზაციები და უწყებები, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის განათება ხდება.

“კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას – შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება.

ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად.” – ვკითხულობთ თბილისის მერიის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიას 17 მაისთან, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დღის აღსანიშნავად, თბილისი პრაიდმა მიმართა და ანძის ცისარტყელის ფერებში განათება სთხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button