მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უსამართლო ომი ხდება ევროპის გულში, უნდა დასრულდეს!-მსოფლიო პატრიარქი

უსამართლო ომი ხდება ევროპის გულში, უნდა დასრულდეს! – ამის შესახებ განცხადებას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე ავრცელებს.

მართლმადიდებლური სამყაროს სულიერი ლიდერი სისხლისღვრისა და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, პარალელურად, უკრაინელები “ძლიერი წინააღმდეგობის” გამო შეაქო.

„ჩვენი უფალი და მხსნელი იესო ქრისტე არის „მშვიდობის ღმერთი“- თქვა პატრიარქმა ქადაგებისას.

დასავლური მედია წერს, რომ ეს მსოფლიო პარტიარქის მიერ გაკეთებული იშვიათი პოლიტიკური განცხადებაა.

“ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ომის ყველა ფრონტზე. ძალადობა და ომი არა მხოლოდ არ წყვეტს უთანხმოებებს, არამედ იწვევს ტკივილსა და სიკვდილს და ქმნის უფრო რთულ პრობლემებს”, – აღნიშნა მან.

მსოფლიო პატრიარქმა, ასევე, აღნიშნა, რომ მოხარულები არიან რუსეთის მოქალაქეების გაბედული რეაქციით სისხლისღვრაზე, რაშიც საპროტექსტო აქციებზე გამოსული ათასობით ადამიანი იგულისხმა.

ამსტერდამის რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გაწყვეტაზე განაცხადა.

“სასულიერო პირებმა ერთხმად განაცხადეს, რომ აღარ შეუძლიათ მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში ფუნქციონირება და ჩვენი მორწმუნეებისთვის სულიერად უსაფრთხო გარემოს შექმნა,” – ნათქვამია სასულიერო პირების განცხადებაში, რომელიც მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სასულიერო პირებმა ჰააგისა და ნიდერლანდების არქიეპისკოპოს ელისეის კანონიკური განთავისუფლება მოსთხოვეს. მათ ასევე გაუგზავნეს თხოვნა ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის (კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო) მიტროპოლიტ ათენაგორას, რომ მიიღოს მის ეპარქიაში. მიტროპოლიტმა გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს ეს მოთხოვნა და მოითხოვოს კანონიკურ გათავისუფლებას არქიეპისკოპოს ელისეისგან.

სამრევლო საბჭომ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს სასულიერო პირების ამ ნაბიჯს და წინადადება წარედგინება საგანგებო გენერალურ სამრევლო კრებას 26 მარტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button