ჰოლივუდის ვარსკვლავები ტრამპის წინააღმდეგ [Video]

პოპულარულმა ჰოლივუდელმა მსახიობებმა ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც ადამიანებს მოუწოდებენ, რათა მათ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს ხმა არ მისცენ. ვიდეორგოლის გადაღებაში მონაწილეობა მიიღეს: რობერტ დაუნი-უმცროსმა, სკარლეტ იოჰანსონმა, ჯულიანა მურმა, მარკ რუფალომ, მარკ სტრონგმა, მარტინ შინმა, კობი სმოლდერსმა, ნილ პატრიკ ჰარისმა, ჯეიმს ფრანკომ.

მსახიობებმა აღნიშნეს, რომ ბირთვული სახელმწიფოს სადავეების გადაცემა ადამიანისთვის, რომელსაც პირზე მხოლოდ ერთი ფრაზა აკერია – “You’re fired!” (განთავისუფლებული ხარ!), ყოვლად დაუშვებელია.

ვარსკვლავებმა ტრამპს რასისტული გამონათქვამებიც წამოაყვედრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ამერიკელები ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ბოლოს მსახიობებმა იხუმრეს და დაგვპირდნენ, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობა ტრამპს არ დაუჭერს მხარს, მაშინ მარკ რუფალოს შემდეგ ფილმში შიშველს გადაიღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button